ქალაქ წყალტუბოში, სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, დეკორატიული ქვის ჭადრაკის მაგიდებისა და სკამების განთავსება დაიწყო.

,,სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა წყალტუბოში წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდება. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში 2026 წელს შეძენილია 12 დეკორატიული ქვის ჭადრაკის მაგიდა და 75 დეკორატიული ქვის სკამი, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა უბანში განთავსდა. ამასთან, აქტიურად გრძელდება რეკრეაციული სივრცეებისა და სკვერების მოწყობა-განვითარების პროცესი, რაც კიდევ უფრო კომფორტულ და კეთილმოწყობილ გარემოს ქმნის ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის“ - აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2026 წელს 150 000 ლარია გამოყოფილი.