თურქეთში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Aljazeera ავრცელებს.
მიწისძვრა აღმოსავლეთ თურქეთში მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, ხოლო რამდენიმე შენობა ჩამოინგრა.
ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტომ (AFAD) განაცხადა, რომ ბოლო მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქ იესილიურტში, მალატიის პროვინციაში
იეშილიურტის მერმა მეჰმედ ცინარმა განაცხადა, რომ ქალაქში რამდენიმე შენობა ჩამოინგრა, მათ შორის ოთხსართულიანი შენობა, სადაც მამა და ქალიშვილი იყვნენ ჩარჩენილი.
მედიის ცნობით, მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა დროებით ბანაკებში მცხოვრებ ადამიანებთან, რომლებიც 6 თებერვალ მომხდარი მიწისძვრის გამო უსახლკაროდ დარჩნენ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თქმით, სამხრეთ თურქეთში სულ მცირე მილიონ-ნახევარი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, 500 000-ზე მეტი სახლს კი აღდგენა სჭირდება.