ამის შესახებ სომხეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 646 საარჩევნო უბნის არჩევნების შედეგები 03:50 საათის მდგომარეობით, საარჩევნო ბიულეტენების 22.32 პროცენტის დამუშავების შემდეგ.

ამ შედეგების მიხედვით, მოქმედი მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ ლიდერობს ხმების 51.19 პროცენტით (166 716 ხმა).

მეორე ადგილზეა პარტიული ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ 23.00 პროცენტით (74 915 ხმა).

მესამე ადგილზეა პარტიული ალიანსი „სომხეთი“ 9.93 პროცენტით (32 333 ხმა).

მეოთხე ადგილზეა პარტია „აყვავებული სომხეთი“ 4.09 პროცენტით (13 310 ხმა).

საარჩევნო ბარიერი პარტიული ბლოკებისთვის („ძლიერი სომხეთი“ და „სომხეთი“) 8 პროცენტია, პარტიებისთვის კი 4 პროცენტი.