ამის შესახებ ბულგარული მედია იუწყება.

შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ გასული წლის ბოლომდე გაცემული ყველა პენსია 7.8%-ით გაიზრდება.

სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭო იკრიბება გასული წლის ბოლომდე გაცემული პენსიების განახლებისთვის.

„გამოთვლები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება. ამრიგად, მინიმალური პენსიის შესახებ ეროვნული ასამბლეის მიერ გასულ კვირას მიღებულ გადაწყვეტილებასთან, ასევე ჩემს წინადადებასთან ერთად, სოციალური პენსიის იგივე პროცენტით გაზრდის შესახებ, შეიკვრება ყველა იმ ფორმისა და პენსიის წრე, რომელიც მიიღებს იმავე პროცენტულ ზრდას“, - განაცხადა მინისტრმა, ნატალია ეფრემოვამ.

მისი თქმით, ეს უზრუნველყოფს პენსიონერთა ყველა ჯგუფის მიმართ თანაბარ მოპყრობას.

„აიპრესის“ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ბულგარეთში, 2025 წლის პირველი ივლისიდან, შესაბამისი სტაჟის მქონე ასაკით პენსიონერთა მინიმალური პენსია 619 ლევი (980 ლარი) იყო. პენსიის 7,8%-ით მატების შედეგად, 2026 წლის 1 ივლისიდან მინიმალური პენსია 667 ლევი (~ 1055 ლარი) გახდება. ასაკით პენსიონერთა მინიმალური სოციალური პენსია 170,51 ევროდან (2026 წლის პირველი იანვრიდან ბულგარეთში ოფიციალური ვალუტა ევროა) 183,81 ევრომდე იზრდება.