ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრაგიკული შემთხვევა უწოდა რაფაში ლტოლვილთა ბანაკზე საჰაერო თავდასხმას, რომელსაც ათობით მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
„მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, გუშინ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა“, - თქვა ნეთანიაჰუმ ორშაბათს პარლამენტში.
ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმას და ხანძარს კვირა საღამოს სექტორის სამხრეთით მდებარე კარვების ბანაკში 45 ადამიანი ემსხვერპლა.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი გამოიძიებს ინციდენტს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს.
ისრაელის არმიამ ორშაბათს განაცხადა, რომ თელ-ავივზე სარაკეტო თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ღაზაში განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად ჰამასის ორი მაღალი რანგის მებრძოლი დაიღუპა. მათივე განცხადებით, გამოიძიებენ შემთხვევას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ.