ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ რაფაში  დამატებით ძალებს  შეიყვანენ. აღნიშნული განცხადება გაკეთდა ღაზის სექტორის სამხრეთით საომარი მოქმედებების ესკალაციის ფონზე.

გალანტის თქმით, ოპერაცია გაგრძელდება რაფას რაიონში დამატებითი ძალების შესვლის შემდეგ.

”ჩვენმა ჯარებმა გაანადგურეს რაიონში რამდენიმე გვირაბი. ეს აქტივობა გაძლიერდება, - დასძინა მან.

„ჰამასს არ აქვს რეორგანიზაციის უნარი, მათ არ ჰყავთ სარეზერვო ჯარები, არ აქვთ მარაგები და არ აქვთ შესაძლებლობა უმკურნალონ ტერორისტებს, რომლებსაც ჩვენ ვებრძვით. ანუ, ჩვენ გამოვფიტავთ ჰამასს,” - თქვა გალანტმა.

ამ თვის დასაწყისში ისრაელის ძალებმა აიღეს კონტროლი რაფას გადასასვლელზე ღაზის სექტორის საზღვარზე ეგვიპტესთან, ისრაელის მთავარი მოკავშირის, შეერთებული შტატების წინააღმდეგობის მიუხედავად.