ისრაელის ძალები ქალაქ რაფაში ლტოლვილთა ბანაკს დაესხნენ თავს. ამის შესახებ პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის არმიის თავდასხმის შედეგად 40 პალესტინელი დაიღუპა ქალაქ რაფაში, ლტოლვილთა ბანაკში, სადაც დევნილი სამოქალაქო პირები აფარებდნენ თავს.
ისრაელი, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, აგრძელებს შეტევას ქალაქ რაფაზე, სადაც უამრავი ლტოლვილია თავმოყრილი.