რამდენიმე წუთის წინ ამერიკული გამოცემა “პოლიტიკოს" პირდაპირ ეთერში ევროპის ყველაზე გავლენიოანი პოლიტიკოსი დაასახელეს.  

„პოლიტიკოს" მიერ შედგენილ ევროპის 2024 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად იტალიელი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი, 2022 წლიდან იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი დასახელდა.

„პოლიტიკო" ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანთან ერთად სამ სხვადასხვა კატეგორიაში ადგენს რეიტინგს.

„აღმასრულებლებში" ანუ აღმასრულებელი ძალაუფლების მქონეთა კატეგორიაში რეიტინგის სათავეში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენია. მომდევნო ადგილებზე კი არიან:

2. ვლადიმირ პუტინი - რუსეთის პრეზიდენტი;
3. დონალდ ტუსკი - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი;
4. ნადია კალვინიო - ესპანელი ეკონომისტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი;
5. პეტრ სერაფინი - პოლონელი იურისტი, ევროკომისარი ბიუჯეტის, თაღლითობისა და საჯარო მმართველობის საკითხებში;
6. რეიჩელ რივზი - დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი;
7. სტეფანი რიზო - ფრანგი ეკონომისტი და ფინანსისტი, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი ბიუჯეტსა და ფინანსებში;
8. ანტონიო კოშტა - პორტუგალიელი იურისტი და პოლიტიკოსი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი;
9. საბინა ვეიანდი - გერმანელი ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში.

კატეგორიაში „მეოცნებეები“ პირველ ადგილზე გავიდა ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე. მომდევნო ადგილები არიან:

2. ანდრი ერმაკი - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;
3. კაია კალასი - ესტონელი იურისტი და პოლიტიკოსი, ევროპული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში;
4. ვიქტორ ორბანი - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი;
5. არმინ პაპენგერი - გერმანელი ბიზნესმენი, კონცერნ „რაინმეტალის" დირექტორი; 
6. რადოსლავ სიკორსკი - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი;
7. პაპი ფრანცისკე  - რომის პაპი;
8. პედრო სანჩესი - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი;
9. არტურ მენში - ფრანგი ინჟინერი, გენარაციული ხელოვნური ინტელექტის კომპანია Mistral AI-ის თანადამფუძნებელი. 

კატეგორიაში „ამრევები" პირველ ადგილზე დაასახელეს გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი, კანცლერობის კანდიდატი ფრიდრიხ მერცი. მომდევნო რვა ადგილზე კი გავიდნენ:

2. ტერეზა რიბერა - ესპანელი  იურისტი და პოლიტიკოსი, ევროპული საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი სუფთა, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკაზე გადასვლის საკითხებში, ევროკომისარი კონკურენციის საკითხებში
3. რაფალ ტშასკოვსკი - პოლონელი პოლიტიკოსი, ვარშავის მერი;
4. მარინ ლე პენი - ფრანგი იურისტი და პოლიტოიკოსი, საპარლამენტო ფრაქცია „ეროვნული გაერთიანების" ლიდერი; 
5. რაფაელე ფიტო - იტალიელი პოლიტიკოსი, ევროპული საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ერთიანობისა და რეფორმების საკითხებში, კომისარი ერთიანობის, რეგიონალური განვითარების და ქალაქების საკითხებში;
6. პეტერ მადიარი - უნგრელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი;
7. ჰერბერტ კიკლი - ავსტრიელი პოლიტიკოსი, „თავისუფლების პარტიის" თავმჯდომარე;
8. სარა ვაგენკნეხტი - გერმანელი ეკონომისტი, მწერალი და პუბლიცისტი, პარტია „სარა ვაგენკნეხტის კავშირი: საღი აზრის და სამართლიანობისთვის" დამაარსებელი და ლიდერი;
9. უდო ზოლეისი - გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის, მანფრედ ვებერის მარჯვენა ხელი.

მასალა ბოლოს განახლდა 04:06 საათზე.