24 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან - 2001 წელს ალ-ქაიდამ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი მოაწყო.
ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც ყველა მგზავრი დაიღუპა და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვა მრავალი კი ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის (პენსილვანია), ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა. 2016 წლის 12 აპრილს სენატორებმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების ანგარიშის საიდუმლო მასალების ნაწილის გასაჯაროვებისკენ მოუწოდეს. დოკუმენტი 2003 წელს გამოქვენდა და ის 800- გვერდიანია. აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის შემდეგ გამოცხადდა, ერთი წლით გაახანგრძლივა.
თავდასხმის შედეგად, 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
11 სექტემბრის მოვლენებმა სათავე დაუდო "ტერორიზმთან გლობალურ ომს" და ფუნდამენტურად შეცვალა, როგორც ქვეყნების უსაფრთხოების პროტოკოლი, ასევე - მიდგომები საგარეო პოლიტიკაში.