1. მიიღეთ მონაწილეობა ონლაინ კვლევებსა და გამოკითხვებში
თავისუფალ დროს ონლაინ გამოკითხვების შევსება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, დამატებითი შემოსავლის მაძიებელთა შორის.კვლევითი კომპანიები ყოველთვის ეძებენ მოხალისეებს, მათი კითხვარების შესავსებად ან ახალი პროდუქტის გასატესტად.
უმეტეს შემთხვევაში ფორმის შევსებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, სანაცვლოდ კი 5$-მდე შეგიძლიათ გამოიმუშაოთ. რამდენიმე მსგავსი საიტი, რომელიც ახლავე შეგიძლიათ მოსინჯოთ: Toluna.com; lifepointspanel.com; opinionoutpost.com; pineconeresearch.com; i-say.com.
2. გაყიდეთ ის, რასაც აღარ იყენებთ!
ჩვენ ყველას გვაქვს ათასობით ნივთი თუ მოწყობილობა, რომელსაც აღარ ვიყენებთ და არც არასოდეს გამოგვიყენებია, ეს შეიძლება იყოს წიგნები, სათამაშოები, ტექნიკა, ელექტრონიკა, ავეჯი, ველოსიპედები, მოწყობილობები და სხვ. ასეთი ნივთები, ძირითადად, მაშინ გვიგროვდება, როცა მაღაზიებში ბოდიალისას რაღაც უცებ მოგვეწონება და იმპულსურად ვიყიდით, როგორ ვიშოვოთ ფული ასეთი ნივთებით?
იმის ნაცვლად, რომ ყველა ასეთი ნივთი ტყუილად არ იკავებდეს ადგილს სხვენში და კარადაში, დაახარისხეთ და გაყიდეთ! შეგიძლიათ გაყიდოთ ონლაინ, როგორ? განათავსეთ ისეთ საიტებზე, როგორიცაა mymarket.ge ან მიიტანეთ თქვენს სახლთან ახლოს მდებარე მეორადების მაღაზიაში, შედეგად თქვენ მიიღებთ დამატებით შემოსავალს.
3. შეაფასეთ ვებსაიტები და აპლიკაციები ფულის სანაცვლოდ
თუ ინტერნეტში დიდ დროს ატარებთ და ბევრ ვებსაიტს სტუმრობთ, რატომ არ აქცევთ ამას შემოსავლის წყაროდ? დაათვალიერეთ ვებგვერდი, შეაფასეთ ისინი და მიიღეთ თანხა ამის სანაცვლოდ.
Usertasting.com არის პლატფორმა, რომელიც ყოველდღე ათასობით ადამიანს უხდის ფულს სხვადასხვა ვებგვერდების შესაფასებლად. თითო შეფასების პროცესს მიახლოებით 20 წუთი სჭირდება, ანაზღაურება კი 10$-მდეა.
4. უპასუხეთ ზოგად პროფესიულ შეკითხვებს დისტანციურად
თუ უცხო ენას კარგად ფლობთ, Justanswer.com პლატფორმის გამოყენება თქვენ გარკვეულ შემოსავალს გაგიჩენთ, ადამიანები ინტერნეტით ეძებენ კომპეტენტურ სპეციალისტებს. JustAnswer საშუალებას აძლევს ექიმებს, ადვოკატებს, ინჟინრებს და სხვა, უფრო მეტი ცოდნის მქონე ადამიანებს, მიიღონ მცირე შემოსავალი, უბრალოდ უპასუხონ იმ ადამიანების შეკითხვებს, რომლებსაც სხვა შემთხვევაში უზარმაზარი თანხის გადახდა მოუწევთ ამ პასუხებისთვის.
წყარო: savethestudent.com