ესპანეთის ლა ლიგაში მე-4 ტურის შეხვედრები დაიწყო.

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ" სახლში მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ქულა აიღო.

მასპინძლები შეხვედრის 24-ე წუთზე ჰუგო დუროს გოლით დაწინაურდნენ. 45+3 წუთზე საჯარიმო ხაზთან მყოფმა აიოზე პერესმა უძლიერესი დარტყმით გათანაბრა ანგარიში. 

68-ე წუთზე სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა მეორე ყვითელი მიიღო და მინდორი დატოვა, მაგრამ „ვალენსიამ" რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლო.

„ვალენსია" - „ვილიარეალი" 1:1(1:1)
გოლები" 24' ჰუგო დურო 1:0, 45+3 აიოზე პერასი 1:1
გაძევება: 68' პაპე გეიე („ვილიარეალი", მეორე ყვითელი)


„ბარსელონამ" „განკითხვის დღე" მოუწყო „ვალიადოლიდს" . სტუმრების კარში სამი გოლი რაფინიამ გაიტანა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ჟიოულ კუნდემ, გუნდში ახალგადსულმა დანი ოლმომ და ფერან ტორესმა.

„ბარსელონა" - „ვალიადოლიდი" 7:0(3:0)

„ატლეტიკი" - „ატლეტიკო" 0:1(0:0)


„ესპანიოლი" - „რაიო ვალიეკანო" 2:1(1:1)


„ლეგანესი" - მალიორკა" 0:1(0:1)



მასალა განახლებულია.