„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II შეხვდა. პატრიარქმა დავით კოდუა დალოცა და ჯვარი აჩუქა.
„სიწმინდეების მოლოცვის დროს, ღვთისგან მომეცა წყალობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს-მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს შევხვედროდი.
კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა უდიდესი ძალაა ჩემი დიდი პასუხისმგებლობით სავსე საქმიანობაში. ერის სულიერ წინამძღვართან გატარებული თითოეული წუთი, არის ჩემს სიცოცხლეში არსებული ყველაზე დიდი ბედნიერება. მადლობა უწმინდესსა და უნეტარესს ზუგდიდის დალოცვისთვის და გამოხატული უდიდესი მამაშვილური სიყვარულისთვის!
უწმინდესის ბოძებულ ჯვარს მთელი სიცოცხლე რწმენითა და სიყვარულით ვატარებ! პატრიარქის წინასწარმეტყველება აუცილებლად ახდება - საქართველო გამთლიანდება და ჩვენ ყველა ერთად ვილოცებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში!
გვქონდა შესაძლებლობა პატივი მიგვეგო უწმინდესის მშობლების საფლავისთვის!
მადლობა სამყაროს შემოქმედს და დედაღვთისმშობელს ამ შესაძლებლობისთვის!“ - წერს დავით კოდუა.