გუშინ პეტრე ცისკარიშვილი გამოსულა ერთ-ერთ არხზე და პრეზიდენტი გაინძრეს ცოტაო. ნახეთ, პოლიტიკოსები რას ეუბნებიან პრეზიდენტს და რას გვეუბნებიან ჩვენ: „გაინძერით, რომ მე მოვიდე ხელისუფლებაში, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„საარჩევნო კამპანია, ის რაც უნდა იყოს დღესდღეობით ოპოზიციის მხრიდან, არ მიმდინარეობს. რაღაც კამერულ პროცესს ვაკვირდებით. თუ სადმე ჩადიან, „სელფებს“ გადაიღებენ, „ფეისბუქზე“ დადებენ, აი, ამ დონეზეა. ხალხმრავლობაა საჭირო. ყველა წინა არჩევნებს თუ გავიხსენებთ, ამ დროს ქარიშხალი იყო ხოლმე, ყველა ძალიან სერიოზულად მოძრაობდა. ერთად ვკითხოთ ამ ხალხს, რა დაემართათ, რამ დააჩაჩანაკათ?
რაღაცნაირი დამოკიდებულება აქვთ სალომე ზურაბიშვილისადმი, ახალგაზრდობისადმი, სამოქალაქო საზოგადოებისადმი. მათ რა უნდათ, იცით? ჩვენ ვიმუშაოთ მათ მაგივრად. გუშინ პეტრე ცისკარიშვილი გამოსულა ერთ-ერთ არხზე და პრეზიდენტი გაინძრეს ცოტაო. ნახეთ, პოლიტიკოსები რას ეუბნებიან პრეზიდენტს და რას გვეუბნებიან ჩვენ: „გაინძერით, რომ მე მოვიდე ხელისუფლებაში, თქვენ იმუშავეთ იმაზე, რომ მე მოვიდე ხელისუფლებაში“. ჩვენ გვსაყვედურობენ, რომ საკმარისს არ ვაკეთებთ იმისათვის, რომ პეტრე ცისკარიშვილი გახდეს დეპუტატი. შენ გინდა დეპუტატობა, შენ მოდიხარ ხელისუფლებაში, ხომ? შენ უნდა იყო წინა ხაზზე და მე ან გამოგყვები შენ, ან გავყვები სხვას, ეს ჩემი გადასაწყვეტია. აქეთ გვსაყვედურობენ და პრეზიდენტს ფეხებს უბაკუნებენ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.