გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მეხუთე ტურის შეხვედრები დაიწყო.

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ" საკუთარ მინდორზე „შალკე 04" დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა.

ბუდუ ზივზივაძემ თავი დუბლით გამოიჩინა. მისი თამაში flashscore-მ 8,1 ბალით შეაფასა.



მეხუთე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა „პროისენ" მიუნსტერს და „პადებორნს" შორის 3:3 დასრულდა



ბომბარდირები:
ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე") - 6 
კენან კარამანი („შალკე 04") - 4
ფისნიკ ასლანი („ელფესბერგი") - 4