თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრებისა და ფარერის კუნძულების ეროვნული გუნდის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობს.

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო 1:0 იგებს. მატჩის მე-9 წუთზე ფარერის კუნძულების ნაკრების კარში გოლი ლუკა ლოჩოშვილმა თავური დარტყმით გაიტანა. ეს ქართველი მცველისთვის სანაკრებო კარიერაში მეორე გოლია, მან გიორგი გულიაშვილის გადაცემა გამოიყენა.

აღნიშნული შეხვედრა საქართველოს ნაკრებში ბოლოა გიორგი ლორიასთვის, ის 17-წლიან სანაკრებო კარიერას ასრულებს და თამაშის დაწყების წინ სამახსოვრო მაისურიც მიიღო.

საქართველოს ნაკრები ივნისის ამხანაგურ მატჩებს რამდენიმე ლიდერის გარეშე შეხვდა. მეორე თამაშს ვილი სანიოლის გუნდი 8 ივნისს, ქუთაისში, კაბო ვერდეს ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.