ლივერპულში გრძელდება მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატი.
დღეს, 50 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს წარმომადგენელმა სახილ ალახვერდოვმა მერვედფინალური შეხვედრა გამართა.
სახილ ალახვრდოვმა ორთაბრძოლა იაპონელ სოუში მაკინოსთან 0:5 წააგო და მეოთხედფინალში ვერ გავიდა.
რამდენიმე წუთში რინგზე გავა და მეოთხედფინალში გასასვლელად ირლანდიელ დინ კლენსისთან იბრძოლებს პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა გურული (65კგ).
10 სექტემბერს მეოთხედფინალში გასავლელად გიორგი ყუშიტაშვილი (85კგ) იბრძოლებს. მისი მეტოქე ყაზახი ბექზად ნურდაულეტოვი იქნება.