მთაწმინდის რაიონში, პავლე ინგოროყვას შესახვევისა და ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთაზე შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაციას იწყებს.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 11 სექტემბრის 09:00 საათიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, პავლე ინგოროყვას ქუჩის შესახვევში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში საგზაო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ზურაბ ჟვანიასა და მიხაი ზიჩის ქუჩების გამოყენებით.