სეტყვა იყო თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში. 

ძლიერი სეტყვის  შედეგად, რომელიც დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა,  ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში განადგურდა  სასოფლო- სამეურნეო სავარგულების, მათ შორის, მსხმოიარე ვენახების ნაწილი. 

სეტყვამ გადაუარა  თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებსაც. როგორც ,,აიპრესს,, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მცირე სეტყვა იყო ვარდისუბანში, გულგულასა და შალაურში. უწყების ინფორმაციითვე,  სოფლები არ დაზარალებულა. 

კახეთში დილიდან გადაუღებლად წვიმს.