საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ევრობასკეტ 2025-ზე ღირსეული თამაშისთვის მადლობას უხდის.
„საქართველოსა და ფინეთის კალათბურთელთა ნაკრებებს შორის მატჩს სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან ერთად დავესწარი.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს ღირსეული თამაშისთვის მადლობა გადავუხადე. ჩვენი კალათბურთელები არიან გმირები, მათ კიდევ ერთხელ დაანახვეს მსოფლიოს, თუ რა ძალა აქვს ჩვენს პატარა ქვეყანას“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ფინეთთან 79:93 დამარცხდა.