11 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს.

 ამ დღეს განსაკუთარებით აღნიშნავენ ვარძიის მახლობლად, გამოქვაბულში მდებარე სამლოცველოში. ამ ადგილას „თავკვეთულა“ ჰქვია. წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს მდინარე მტკვარზე წყლის დონე იკლებს, მორმწუნეები სამლოცველომდე მისასვლელ მდინარეზე ფეხით გადადიან.

წმინდა სახარების მიხედვით, წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. მანამდე წმ. ნათლისმცემელი ჰეროდეს საპყრობილეში ჰყავდა დატყვევებული, რადგან მას უზნეო ცხოვრებისთვის დაუფარავად ამხელდა კანონიერი ცოლის დატოვებისა და საკუთარი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო.

წმ. წინასწარმეტყველის თავის მოკვეთის სურვილით ფილიპეს ჰეროდეას ქალიშვილმა, სალომეამ დედის ჩაგონებით მიმართა, რადგან მას სძულდა წმ. ნათლისმცემელი.

სალომეა ფილიპეს დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ცეკვავდა. მისი ცეკვით მოხიბლული ჰეროდე კი სალომეას ნებისმიერი სურვილის შესრულებას დაჰპირდა. სალომეამ ლანგარზე წმ. იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა. წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს მორწმუნეები ტრადიციულად მარხვით აღნიშნავენ.