გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან", კონსტანტინე ბუზალაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა და ოქროს და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვა.
გორის მერობის კანდიდატი მადლობას უხდის პედაგოგებს იმისთვის, რასაც აკეთებენ. როგორც ბუზალაძე წერს, გორის მუნიციპალიტეტი შექმნის გარემოს, რომელიც ახალგაზრდებს მათი უნარებისა და ცოდნის რეალიზებაში დაეხმარებათ.
„ახალგაზრდებთან შეხვედრა პოზიტიური და დადებითი ემოციებით სავსე აღმოჩნდა. გორის მუნიციპალიტეტში ოქროს და ვერცხლის მედალოსნები დავაჯილდოვეთ და მე ვარ ამაყი, რადგან გვყავს 241 ოქროსა და 37 ვერცხლის მედალოსანი. მინდა მათი პედაგოგების მადლიერებით დავიწყო. თქვენი შრომა და ღვაწლი ფასდაუდებელია. მადლობა იმისთვის, რასაც ჩვენი შვილებისთვის აკეთებთ! ეს არის თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში საკუთარ წვლილს აუცილებლად შეიტას. გორის მუნიციპალიტეტი მუდამ იდგება თქვენს გვერდით და შექმნის გარემოს, რომელიც თქვენი უნარებისა და ცოდნის რეალიზებაში დაგეხმარებათ. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს.“- წერს კონსტანტინე ბუზალაძე სოციალურ ქსელში.