ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დასაშვებად ცნეს რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნა და ტურნირებზე დროშით და ჰიმნით გამოსვლა. 

შარმ-ელ-შეიხში 16-17 მაისს გამართული აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება მოიცავს ტანვარჯიშის ხუთივე სახეობას: სპორტულ ტანვარჯიშს, მხატვრულ ტანვარჯიშს, ბატუტზე ხტომას, სპორტულ აკრობატიკას და სპორტულ აერობიკას.

მსოფლიო ტანვარჯიში მეხუთე ოლიმპიური ფედერაციაა, რომელმაც რუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში საკუთარი დროშის ქვეშ მონაწილეობის უფლება მისცა. მსგავსი გადაწყვეტილებები ადრე მიიღეს ძიუდოს, ტაეკვანდოს და საწყლოსნო სპორტის საერთაშორისო ფედერაციებმა, ასევე გაერთიანებულმა მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციამ.

რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობის შემზღუდავი დროებითი წესები ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციის შემდეგ, 2022 წლის მარტში, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, შემოიღო.