დღეს, რუსეთში, თათრეთის დედაქალაქ ყაზანში, ძიუდოისტები გრან სლემზე გამარჯვებისთვის ბრძოლაში ჩაებნენ.
შეჯიბრების პირველ დღეს ტატამზე საქართველოდან ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ, სარეიტინგო ქულები 1786, ადგილი მსოფლიო რეიტინგში 30), მსოფლიო ჩემპიონი ლუხუმ ჩვიმიანი (60 კგ, 3792 ქულა, N12) და ბაგრატ ნინიაშვილი (66კგ, 2439 ქულა, N29) ჩაებნენ. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, რომელიც ამ დროისთვის დაგროვილი სარეიტინგო ქულებით ოლიმპიურ ლიცენზიის მიღების კანდიდატია კონტინენტალური კვოტით, შვეიცარეილ ფაბიენ კოჩერთან (3039 ქულა, N21) შეხვედრაში ვაზარით იყო წინ, როდესაც შეხვედრის დასრულებამდე 12 წამით ადრე მეორე შიდო მიიღო, კიდევ 9 წამის შემდეგ მან მესამე შიდო მიღო და დამარცხდა. ლუხუმ ჩხვიმიანის პირველი მეტოქე კამერუნელი ბერნარდინ ცალა ცალა (963 ქულა, N54) იყო. მსოფლიო ჩემპიონმა ვაზარით გაიმარჯვა. მეორე შეხვედრაში ლუხუმ ჩხიმიანმა პორტუგალიელი როდრიგო კოსტა ლოპესი (1460 ქულა, N41) მესამე წუთის დაწყებიდან 4 წამში დააიპონა. პულის ფინალში ლუხუმ ჩხვიმიანმა ჩეხი დავიდ პულკრაბეკ (1926 ქულა, N33) დაამარცხა ვაზარით და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ რუსი რამაზან აბდულაევი (996 ქულა, N53) ჰყავდა. ლუხუმ ჩხვიმიანმა მეტოქე ოქროს დროში ვაზარით დამარცხა და ფინალში რუს რობერტ მშვიდობაძესთან (5501 ქულა, N4) იჭიდავებს ბაგრატ ნინიაშვილმა სერბი სტრაჰინია ბუნჩიჩი (1385 ქულა, N46) ოქროს დროში დაამარცხა ვაზარით. მეორე შეხვედრაში ბაგრატ ნინიაშვილმა მოლდოველი დენის ვიერუ (3519 ქულა, N14) წუთსა და 39 წამში დააიპონა. პულის ნახევარფინალში ბაგრატ ნინიაშვილმა საუდის არაბელი აბდულაზიზ ალბაში (470ქულა, N92) წუთსა და 10 წამში დაამარცხა იპონით. ნახევარფინალში გასასვლელად ბაგრატ ნინიაშვილი რუს არამ გრიგორიანს (3153 ქულა, N19) უილეთო შეხვედრაში შიდოებით სძლია ნახევარფინალური შეხვედრაში კიდევ ერთ რუს მურად ჩოპანოვთან (1317 ქულა, N50) ბაგრატ ნინიაშვილმა ზედიზედ ორჯერ გაუშვა ვაზარი, დამაცხდა და ფინალში ვერ გავიდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბაგრატ ნინიაშვილი ყაზახ იესეტ კუანოვთან (562 ქულა, N81 იჭიდავებს.