სტიქია კახეთში - სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის 5 სოფელი: ვაჩნაძიანი, კალაური, ვაზისუბანი, მუკუზანი და შაშიანი დააზარალა.
„სეტყვა და ქარი დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. ძირითადად, ერთ ზოლზეა დასეტყვილი სოფლები. ნაკვეთები რა მდგომარეობაშია, ჯერ არ გვინახავს“, - აცხადებენ ადგილობრივები.
როგორც „აიპრესს“ გურჯანიის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ.
„შემოწმდა ტერიტორია, ძირითადად სოფლები დაისეტყვა, სავარგულების დაზიანების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ფიქსირდება“, - აცხადებენ გურჯაანის მერიაში.