საფრანგეთის ლიგა 1-ში 30 ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა.
ზურიკო დავითაშვილის „სენ-ეტიენმა“ „ლიონი“ სახლში ორივე გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვან შეხვედრაში დაამარცხა.
შეხვედრა პირველი ტაიმის 45-ე წუთზე მას შემდეგ სეწყდა და მხოლოდ 30 წუთის შემდეგ განახლდა, რაც „სენტ-ეტიენის“ გულშემატკივრის მიერ ნასროლი მონეტა გვერდით მსაჯს თავში მოხვდა.
შეხვედრის მსვლელობისას ტელეოპერატორები ხშირად აჩვენებდნენ ტრიბუნა მინდვრისკენ ზურგით მყოფ ორ გულშემატკივარს მაისურებზე წარწერით MERCI MAGUIRE 5 4. ამგვარად ისინი მანჩესტერში გამართულ შეხვედრას ახსენებდნენ „ლიონის“ ფეხბურთელებს და აჯავრებდნენ მათ
აღსანიშნავია, რომ „სენტ-ენტიენმა“ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად დაამარცხა „ლიონი“.
ზურიკო დავითაშვილი (Flashscore - 6,9) 89-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი მიქაუტაძე (Flashscore - 6,9) პირველიდან ბოლო წუთამდე იყო მინდორზე
„სენტ-ეტიენი“ - „ლიონი“ 2:1(1:0)
გოლები: 10' და 67' ლიკას სტასინი 1:0 და 2:0, 76' ტანერ ტასმანი (გიორგი მიქაუტაძე) 2:1