გამოცემა Nogomania-მ ტოპ 5 ლიგის ახალგაზრდა მეკარეები დაასახელა, რომლებიც უახლოეს წლებში ევროპულ ფეხბურთში მაღალ დონეზე ითამაშებენ. სიაში მეორე ადგილზე საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილია.

"უახლოეს წლებში ევროპულ ფეხბურთში ამ ათი პერსპექტიული ვარსკვლავის დაწინაურებაა მოსალოდნელი“, – წერს nogomania.

„საქართელოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2025-26 წლების სეზონის წინ „ლივერპულში“ გადასვლას დათანხმდა. „წითლებმა“ 24 წლის ფეხბურთელი „ვალენსიიდან“ 35 მილიონ ევროდ დაიმატეს. მამარდაშვილი „ენფილდზე“ გადასვლამდე, მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ვალენსიაში“ რჩება. - წერს გამოცემა

ევრო 2024-ზე მისი გამორჩეული თამაში საქართველოს ნაკრებს 1/8-ფინალში გასვლაში დაეხმარა და განამტკიცა მისი, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარის რეპუტაცია“.

ევროპის ტოპ 10 საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე

1. გევინ ბაზუნუ (ირლანდია, 23 წლის, „საუთჰემპტონი“, ამჟამად იჯართ ლიეჟის „სტანდარდშია“);

2. გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, 24 წლის, „ვალენსია“);

3. ბარტ ვერბრუგენი (ნიდერლანდები, 22 წლის, „ბრაიტონი“);

4. მაარტენ ვანდევორდი (ბელგია, 23 წლის, „ლაიპციგი“);

5. ლუკას შევალიე (საფრანგეთი, 23 წლის, „ლილი“);

6. იონას ურბიგი (გერმანია, 21 წლის, „ბაიერნი“);

7. ჟოან გარსია (ესპანეთი, 24 წლის, „ესპანიოლი“);

8. სიონ სუზუკი (იაპონია, 22 წლის, „პარმა“);

9. გიომ რესტი (საფრანგეთი, 20 წლის, „ტულუზი“);

10. ანტონინ კინსკი (ჩეხეთი, 22 წლის, „ტოტენჰემი“).