23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, სოფელ ხაშმში, რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმში 26 საჯარო სკოლიდან საუკეთესო მკითხველებს შეხვდა და სიმბოლურად, ვეფხისტყაოსნის სპეციალური გამოცემა საჩუქრად გადასცა.

შეხვედრას პატარძეულის მკვიდრი, მწერალი - რომან ზუკაკიშვილი დაესწრო, რომელმაც წიგნის და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.დღესვე, ავთანდილ გულიკაშვილმა, ექსკლუზიური გამოცემა „გარეჯელები“-ს იდეის ავტორსა და რედაქტორ - გივი აბულაძეს მუნიციპალიტეტის კულტურ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა.„ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნა და წიგნის ჩუქება უკვე ტრადიციად ვაქციეთ. წიგნი არის დაგროვილი მეხსიერება და მრავალფეროვან სამყაროში სამოგზაუროდ ერთ-ერთი მთავარი საშუალება. ამავე დროს, საუკეთესო საჩუქარი, რომლითაც ვამდიდრებთ ადამიანებს და სიამოვნებას ვანიჭებთ საკუთარ თავს. მადლობა, რომ ამდენ ნაცნობ სახეს ვხედავ და ჩვენი ახალგაზრდები დღითიდღე მაოცებთ თქვენი სწავლისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვით. ჩვენ, კი მეტი რა დაგვრჩენია, უნდა შეგიქმნათ ის გარემო, რაც უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობას მოგცემთ" - აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა