ინფრასტრუქტურული განვითარების მასშტაბური პროცესები სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მათი მონიტორინგი ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი ჩართულობით ხორციელდება. მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე პირადად ეცნობა პროექტების მიმდინარეობას, რაც უზრუნველყოფს მათი ხარისხიანად და მიზანმიმართულად განხორციელებას, მოსახლეობის რეალურ საჭიროებებზე მორგებით.


მუნიციპალიტეტის მერმა, ზედამხედველობის სამსახურის უფროს ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

📌აქტიურ ფაზაშია დაბა გომისა და ცივწყალას დამაკავშირებელი ბეტონის გზის რეაბილიტაცია. 

აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა როგორც მძღოლებისთვის , ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის .

პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

📌მანჯგალაძის ქუჩაზე რეაბილიტირებულ მოსასვენებელ და სპორტულ მოედნებთან პარკირების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს — ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ახალ სივრცეს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვისა და კომფორტისთვის აუცილებელია.

📌ილორში მოეწყო ახალი სტადიონი და მოსასვენებელი სივრცე — ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჯანსაღი გარემოს შექმნისა და ახალგაზრდების სპორტული ჩართულობის ხელშეწყობისკენ.

📌სამტრედიის იპოდრომი — ახალი სიცოცხლის ეტაპზე


სამტრედიის იპოდრომზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული განახლება გრძელდება. უკვე დასრულდა თანამედროვე თავლის მოწყობა, ხოლო ტრიბუნების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტული ტურიზმის განვითარებასა და ახალგაზრდების დასაქმებას.