მოლდოვაში ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

ასპარეზობის ბოლო დღეს ფიცარნაგზე +109 კგ წონით კატეგორიის ძალოსნები გამოდიოდნენ.

ქართველმა ძალოსანმა ბაქარ თურმანიძემ პირველი მოძრაობით 183 კგ აიტაცა და მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აკვრაში ბაქარ თურმანიძემ 219 კგ დასძლია და მეოთხე ადგილზე გავიდა.

ასევე მეოთხე ადგილზე გავიდა იგი ორჭიდის ჯამში ნაჩვენები 402 კგ-ით.

1. ვარაზდატ ლალაიანი (სომხეთი)- (210+240)=450კგ
2. მარტ სეიმი (ესტონეთი) - (180+235)= 415კგ
3. ბოჰდან ჰოზა (უკრაინა) - (190+216)=406კგ
4. ბაქარ თურმანიძე  (საქართველო) - 183(177,181,183)+219(213,219,224*)=402კგ

კაცთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი 3 ოქროს მედლით ბულგარეთმა დაიკავა, მეორე სომხეთი იყო 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით, მესამე ადგილზე 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით თურქეთი გავიდა. 

საქართველომ 2 ვერცხლით (61კგ გოდერძი ბერდელიძე, 96კგ რევაზ დავითაძე) და 1 ბრინჯაოს მედლით (55კგ რამინ შამილიშვილი) მეექვსე ადგილი დაიკავა.

მოპოვებული დიდი მედლები (ორჭიდის ჯამში ნაჩვენები შედეგების მიხედვით) ქვეყნების მიხედვით:

ბულგარეთი  3 ოქრო
სომხეთი  2 ოქრო - 3 ვერცხლი - 2 ბრინჯაო
თურქეთი  2 ოქრო - 1 ბრინჯაო
გერმანია 1 ოქრო - 1 ბრინჯაო
იტალია 1 ოქრო - 1 ბრინჯაო
ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზეები 1 ოქრო

საქართველო  2 ვერცხლი 1 ბრინჯაო
მოლდოვა 2 ვერცხლი - 1 ბრინჯაო
აზერბაიჯანი 1 ვერცხლი
ესპანეთი 1 ვერცხლი
ესტონეთი 1 ვერცხლი

ალბანეთი 1 ბრინჯაო
რუმინეთი 1 ბრინჯაო
უკრაინა 1 ბრინჯაო

მოპოვებული დიდი და მცირე მედლების (ატაცში და აკვრაში) ხარისხის და რაოდენობის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი: 

ბულგარეთი 8(3+5) ოქრო
სომხეთი 6(2+4) ოქრო - 7(3+4) ვერცხლი - 6(2+4) ბრინჯაო
თურქეთი 5(2+3) ოქრო - 4(0+4) ვერცხლი - 2(1+1) ბრინჯაო
გერმანია 3(1+2) ოქრო - 1(0+1) ვერცხლი - 2(1+1) ბრინჯაო
იტალია 3(1+2) ოქრო - 2(1+1) ბრინჯაო
ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზეები 3(1+2) ოქრო - 2(0+2) ბრინჯაო
მოლდოვა 1(0+1) ოქრო - 4(2+2) ვერცხლი - 5(1+4) ბრინჯაო
აზერბაიჯანი 1(0+1) ოქრო - 1(1+0) ვერცხლი - 1(0+1) - ბრინჯაო

საქართველო 5(2+3) ვერცხლი - 4(1+3)ბრინჯაო
ესპანეთი 3(1+2) ვერცხლი
უკრაინა 2(0+2) ვერცხლი - 2(1+1) ბრინჯაო
ესტონეთი 2(1+1) ვერცხლი
რუმინეთი 1(0+1) ვერცხლი - 2(1+1) ბრინჯაო

ალბანეთი 2(1+1) ბრინჯაო

მოპოვებული მედლების ჯამის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი:  

სომხეთი 19 მედალი
თურქეთი 11 მედალი
მოლდოვა 10 მედალი
საქართველო 9 მედალი
ბულგარეთი 8 მედალი
გერმანია 6 მედალი
იტალია 5 მედალი
ნეიტრალური სტატუსი მოასპარეზეები 5 მედალი
უკრაინა 4 მედალი
აზერბაიჯანი 3 მედალი
ესპანეთი 3 მედალი
რუმინეთი 3 მედალი
ესტონეთი 2 მედალი
ალბანეთი 2 მედალი

მასალა შეივსო (დაემატა ქვეყნების მიერ მოპოვებული დიდი მედლების ჩამონათვალი, ქვეყნების მიერ მოპოვებული დიდი და მცირე მედლების ჩამონათვალი ხარისხის და რაოდენობის გათვალისწინებით და ქვეყნების მიერ მოპოვებული მედლების ჯამი ხარისხის გათვალისწინების გარეშე) 04:10 საათზე