საფრანგეთის ლიგა 1-ში მესამე ტურის პირველი შეხვედრა დასრულდა.

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი" სახლში „სტრასბურგს" მასპინძლობდა და ახლოს იყო ზედიზედ მესამე დამარცხებასთან, თუმცა შეძლო მე-60 წუთისთვის არსებული ორბურთიანი ჩამორჩენის დაძლევა და შეხვედრის მოგება.

შეხვედრის პირველ ნახევარში გიორგი მიქაუტაძეს ორჯერ ჰქონდა კარის აღების შანსი. პირველად მისი ძლიერი დარტყმული მეკარემ მოიგერია, მეორედ თავად გიორგიმ ვერ დაარტყა კარგად და ბურთი მეკარემ ადვილად აუღო.

შეხვედრის 58-ე წუთზე სტუმრები ორი ბურთით დაწინაურდნენ და „ლიონის" მწვრთნელმა მიქაუტაძის და ებნერის ნაცვლად მალიკ ფოფანა და გიფტ ორბანი შეიყვანა მინდორზე. შეცვლამ გაამართლა. სულ რაღაც ცამეტ წუთში მასპინძლები გავიდნენ წინ და ანგარიში შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნეს.



„ლიონი" - „სტრასბურგი" 4:3(1:1)
გოლები: 3' სებასტიან ნანასი 0:1, 45+1' სორენტინ  ტოლისო 1:1, 48' ანდრეი სანტოსი 1:2, 58' ემანუელ ემეგა 1:3, 61' ეინსლი მეიტლანდ-ნილსი 2:3, 63' და 72' გიფტ ორბანი 3:3 და 4:3