ბუნდესლიგაში მე-2 ტურის შვიდი შეხვედრა დასრულდა.

ბუნდესლიგის შარშანდელი ჩემპიონი „ლევერკუზენი" სახლში „ლაიფციგს" მასპინძლობდა და პირველი ტაიმის მიწურულისთვის ძნელი საფიქრებელი იყო, რომ შარშან, 27 მაისის შემდეგ დაწყებული ბუნდესლიგაში მატჩების წაუგებელი სერია არ გაგრძელდებოდა.

შეხვედრის 39-ე წუთზე ჯერემი ფრინპონგის, 45-ე წუთზე კი ალეხანდრო გრიმალდოს მიერ გატანილი გოლებით მასპინძლებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა 45+7 წუთზე „ლაიფციგმა" ერთი გოლი გაქვითა და ჩემპიონებს აგრძნობინა, რომ ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი დასრულებული.

მეორე ნახევრის დაწყებიდან 12 წუთი იყო გასული, როდესაც ლოი ოპენდამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის მე-80 წუთზე მანვე „ლაიფციგი" დააწინაურა.

დარჩენილ ათ და კომპენსირებულ რვა წუთში „ლევერკუზენმა" მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო.

„ლევერკუზენი" - „ლაიფციგი" 2:3(2:1)

„უნიონ ბერლინი" - „სანკ პაული" 1:0(1:0)


„შტუტგარტი" - „მაინცი" 3:3(2:1)


„აინტრახტი" - „ჰოფენჰაიმი" 3:192:0)
„ვერდერი" - „ბორუსია" დორტმუნდი 0:0
„ბოხუმი" - „ბორუსია" მენხენგლადბახი 0:2(0:0)
„ჰოლშტეინი" - „ვოლფსბურგი" 0:2(0:2