სანამ შემიძლია პატარა წვრილმანით გავახარო ქართველი ხალხი, ამას ყოველთვის შევეცდები მაქსიმალურ დონეზე, - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ.
„მადლობა თითოეულ ქართველს, ყოველთვის ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას, რაც დამეხმარა იქამდე მივსულიყავი, რასაც დღეს მივაღწიე, ძალიან ბედნიერი ვარ. ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდი ნაკრებთან, საქართველოში, იმიტომ რომ როდესაც წარმატებას აღწევ, ჩემთვის პირადად, პირველ რიგში ქვეყნისთვის არის და ვცდილობ, პატარა სიხარული მივანიჭო ქართველ ხალხს, ამით ძალიან ბედნიერი ვარ. სანამ შემიძლია პატარა წვრილმანით გავახარო ქართველი ხალხი, ამას ყოველთვის შევეცდები მაქსიმალურ დონეზე“, - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.












