აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასურსათო მაღაზია შპს „აჭარა“ შეამოწმეს და გამოვლენილი დართვევების გამო საქმიანობა შეუჩერეს. ინსპექტირების შედეგად, ობიექტზე ვადაგასული სურსათი დაფიქსირდა, მათ შორის ხორცპროდუქტები. ამასთან, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
მომხმარებელს კი, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შეუძლია მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01.








