საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებული სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო, სადაც კონკურსანტები სპეციალიზაციის ტესტირებას აბარებენ. მასში მონაწილეობას 1008 სტაჟიორობის კანდიდატი იღებს.
პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის სტაჟიორთა კონკურსის ტესტირებები 15 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.
კონკურსის მეორე ეტაპი ელექტრონულად ტარდება და კონკურსანტებს 4 საათი აქვთ 100 ტესტური დავალების საპასუხოდ, გამსვლელი ქულა 75 -ია. აღსანიშნავია, რომ სტაჟიორთა კონკურსი სამ ეტაპიანია. პირველ ეტაპი აპლიკაციების გადარჩევა, მეორე ეტაპი - ტესტირება, ხოლო მესამე ეტაპი გასაუბრებაა.
წარმატებული კანდიდატები 2 თვიან მოსამზადებელ კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს პროკურატურაში პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით სტაჟიორებად დაინიშნებიან.








