ბუდაპეშტში, „პუშკაშ-არენაზე“, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა შარშანდელი გამარჯვებულის და დღევანდელი მატჩის ფავორიტად მიჩნეული „პარი სენ-ჟერმენის“ კარში გატანილი სწრაფი გოლით დაიწყო: მიმდინარეობდა პირველი ტაიმის მე-6 წუთი, როდესაც კაი ჰავერცმა შესანიშნავი სოლო რეიდი განახორციელა და საჯარიმოს მიახლოებულმა ძლიერი დარტყმით კარის ძელს ოდნავ ქვევით გაუტანა მატვეი საფონოვს.

გოლის შემდეგ „არსენალმა“ იდეალურად დაიცვა თავი და „პარი სენ-ჟერმენს“, რომლის ლიდერებიც არცთუ კარგად გამოიყურებოდნენ, ტაიმის მოგება შეძლო.

შეხვედრის 62-ე წუთზე კრისტიან მოსკერმა საჯარიმოში შეჭრილი ხვიჩა კვარაცხელია მოცელა და მცირე პაუზის შემდეგ „არსენალის“ კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.

უსმან დემბელემ ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

„არსენალი“ მდგომარეობა გამოსწორება და შეტევაში გადასვლა სცადა, მაგრამ პარიზელებმა თავი დაიცვეს, ერთ-ერთი სწრაფი კონტრშეტევისას კი ხვიჩა კვარაცხელიამ ნახევარი მინდორი სწრაფად გაირბინა და მეკარის საჯამო მოედნის მარცხენა კუთხესთან ახლოს მყოფმა ძლიერად დაარტყა. ლონდონელები გოლისგან ძელმა იხსნა.

ძირითადი დროის ამოწურვამდე პარიზელებმა კიდევ ორი მსგავსი კონტრშეტევა განახორციელეს, მაგრამ ჯერ „არსენალის“ მეკარემ აართვა ბურთი სუფთად კვარაცხელიას ნაცვლად შესულ ბრედლი ბარკოლას, შემდეგ კი თავად ბარკოლამ დაარტყა არაზუსტად.

დამატებით დრო ორმხრივ იერიშებში წარიმართა, მაგრამ გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო.

პენალტების სერიაში პარიზელებმა იმარჯვეს. ლონდონელებმა მეორე და მეხუთე პენალტი კარს ააცილეს, მათმა მეკარემ კი პარიზელების დარტყმული ხუთი თერთმეტმეტრიანიდან ერთის (მესამის) მოგერიება შეძლო, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.

„არსენალმა“, რომელსაც 2005-2006 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონასთან“ წაგების შემდეგ 20 წელი დასჭირდა ფინალში გასასვლელად, 2025-2026 წლების სეზონზე ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი  შეხვედრა წააგო.

„პარი სენ-ჟერმენი“ - „არსენალი“ დ.დ.1:1(0:1, 1:1) პენალტები 4:3
გოლები: 6' კაი ხავარცი 0:1, 65' უსმან დემბელე 1:1
პენალტები:
გონსალუ რამოში 1:0 - ვიქტორ დიოკერეში 1:1
დეზირე დუე 2:1 - ებერეხი ეზე (ააცილა) 2:1
ნუნუ მენდეში (მეკარე) 2:1 - დეკლან რაისი 2:2
აშრაფ ჰაკიმი 3:2 - გაბრიელ მარტინელი 3:3
ლუკას ბერალდო 4:3 - გაბრიელი (კარს გადააცილა) 4:3

ხვიჩა კვარაცხელია კახი კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მოგება შეძლო.