მე, უბრალოდ მინდა, ჩვეულებრივ ადამიანად დავრჩე , - „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიეს ეს ფრაზა შესანიშნავად ასახავს მის ხასიათს. მსოფლიო აღიარების მიუხედავად, ის ყოველთვის ხაზს უსვამს უბრალოების შენარჩუნების მნიშვნელობას.
TNT Sports-ის ჟურნალისტი: „ხალხი შენზე საუბრობს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე. საუბარია „ოქროს ბურთზე“ და სხვა მნიშვნელოვან ჯილდოებზე, როგორი შეგრძნებაა ეს შენთვის. როცა აქ ჩამოხვედი მაშინაც ძალიან კარგი იყავი „ნაპოლიშიც“ და უფრო ადრეც... მაგრამ ახლა, თუ გრძნობ განსხვავებას იმაში, თუ როგორ გიყურებენ და როგორ საუბრობენ შენზე ადამიანები?
ხვიჩა კვარაცხელია: „ცოტათი ვგრძნობ, განსხვავებულ დამოკიდებულებას, მაგრამ ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. მე, უბრალოდ მინდა, ჩვეულებრივ ადამიანად დავრჩე. ფეხბურთს იმიტომ ვთამაშობ, რომ ეს მიყვარს. როდესაც მოედანზე გავდივარ, ვცდილობ, სიამოვნება მივიღო საოცარ თანაგუნდელებთან და შესანიშნავ მწვრთნელთან ერთად. ყოველი ვარჯიშით ვცდილობ, სიამოვნება მივიღო, თამაშითაც. შეიძლება ამ პერიოდში ცხოვრება შეიცვალოს, მაგრამ მინდა ისევ ისეთივე დავრჩე - თავმდაბალი. უბრალოდ ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს და ამით ვისიამოვნო.
TNT Sports-ის ჟურნალისტი: ეს შენი კარიერის საუკეთესო ფორმაა, როგორ ფიქრობ?
ხვიჩა კვარაცხელია: მგონია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი თამაში ჩემს კარიერაში არასოდეს ყოფილა, მაგრამ მინდა ეს გაგრძელდეს, საოცარი შეგრძნებაა და მინდა რაც შეიძლება დიდხანს ვიგრძნო და ამიტომ ყოველ ჯერზე ვეცდები იგივე გავაკეთო.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.










