ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, – რჩეული მოთამაშეები უეფა-ს ტექნიკურ დამკვირვებელთა ჯგუფმა შეარჩია.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, „არსენალთან“ ფინალში კი პენალტი მოიპოვა, რომლითაც „პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიში გაათანაბრა.

ქართველი შემტევი პირველი მოთამაშეა ტურნირის ისტორიაში, რომელმაც პლეიოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში თავი საგოლე მოქმედებით (გოლი ან პასი) გამოიჩინა, სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრამდე კი უეფა-მ ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.

ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი:

მეკარე: დავიდ რაია („არსენალი“)

მცველები: ნუნუ მენდეში, მარკინიოსი (პსჟ), გაბრიელ მაგალაეში („არსენალი“), მარკოს ლორენტე („ატლეტიკო“)

ნახევარმცველები და შემტევები: ვიტინია, ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე (პსჟ), დეკლან რაისი („არსენალი“), მაიკლ ოლისე, ჰარი კეინი („ბაიერნი“)