კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში, ვეტერან კალათბურთელთა შორის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს.

შეჯიბრებაში საქართველოს, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა გუნდები მონაწილეობენ. ტურნირი საკალათბურთო კლუბ „სოხუმი კოლხას“ ორგანიზებით პირველად ტარდება და გამარჯვებული დაგროვებული ქულების მიხედვით გამოვლინდება.