„იბერიას“ დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოუგვარეს სავიზო პრობლემა და გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიაში გაფრინდება.
𝐆𝐄𝐎 𝐓𝐄𝐀𝐌-ის ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონმა პირველი კლასის 16-კაციანი 𝐏𝐑𝐈𝐕𝐀𝐓𝐄 𝐉𝐄𝐓 იქირავა, რომლითაც ბრიტანეთში რამდენიმე წუთში 16 ფეხბურთელი გაფრინდება.
სამწვრთნელო სტაფი, სათადარიგოთა სკამის რამდენიმე მოთამაშე და სტაფის წევრები რეგულარული რეისით ბელფასტში დღის მეორე ნახევარში ჩაფრინდებიან.
ქართულმა კლუბმა რამდენიმე დღით ადრე ფრანგული კომპანია 𝐋𝐮𝐧𝐚𝐠𝐫𝐨𝐮𝐩 𝐂𝐡𝐚𝐫𝐭𝐞𝐫 𝐅𝐫𝐚𝐧𝐜𝐞-სგან ჩარტერული რეისისთვის 𝐉𝐨𝐫𝐝𝐚𝐧 𝐀𝐯𝐢𝐚𝐭𝐢𝐨𝐧-ის თვითმფრინავი იქირავა, რომელსაც ჩრდ.ირლანდიურმა მხარემ მიღებაზე უარი უთხრა. მიზეზი - ვერ აკმაყოფილებდნენ აეროპორტის მოთხოვნებს.
იბერია 1999-მა უეფას მიმართა თხოვნით, მატჩი ერთი დღით გადაიდოს - საკითხი განხილვაშია, თუმცა ყველაფრი სიტუაციაში მზადყოფნისთვის, კლუბი ფეხბურთელებს ახლა გაუშვებს, რომ დასვენებისთვის შესაძლო მაქსიმალური დრო მიიღონ.








