საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება.
იქიდან გამომდინარე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სხვა საქმესთან დაკავშირებით უკვე პატიმრობაშია, დღევანდელ პროცესზე მხოლოდ წინასასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრა.








