უეფას საკლუბო ტურნირებზე საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრები დაიწყო.

უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო წრის პირველი რაუნდის პირველ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონი „იბერია 1999“ ესტონეთში ტალინის „ფლორას“ სტუმრობდა.

„იბერია“ 22-ე წუთისთვის ორი გოლით დაწინაურდა, შემდეგ კი ერთი გოლი გაუშვა და პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო.  მე-60 წუთზე მასპინძლები ათნი დარჩნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, 72-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.

კაცნაკლული მეტოქის მიერ მოულოდნელად გატანილ გოლს „იბერიას“ რიგებში არეულობა არ შეუტანია, მათ მალევე შეძლეს დაწინაურება და მოგებიანი ანგარიში შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნეს. 

„ფლორა“ - „იბერია 1999“ 2:3(1:2)
გოლები: 18' ზვიად ნაჭყებია 0:1, 21' ჯემალი-გიორგი ჯინჯოლავა, თერთმეტმეტრიანიდან 0:2, 42' ვლადისლავ კრეიდა 1:2, 73' სანდერ ალამაა 2:2, 75' ბაქარ ქარდავა 2:3

კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის სეხვედრაქუთაისის „ტორპედოს“ აზერბაიჯანში „ზირასთან“ ჰქონდა.

მასპინძლებმა, რომელთა რიგებშიც გიორგი პაპუნაშვილი და დავით ვოლკოვი თამაშობდა, სტუმრები დიდი ანგარიშით დაამარცხეს.

„ზირა“ - ტორპედო“ 3:0(1:0)
გოლები: 32' რუან რენატო 1:0, 47' დავით ვოლკოვი 2:0, 64' რუან რენატო, თერთმეტმეტრიანიდან 3:0