თბილისში, „მიხეილ მესხზე“, უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო წრის მეორე რაუნდის პირველი მატჩი დასრულდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო წრის მეორე რაუნდის პირველ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონი „იბერია 1999“ ბრატისლავის „სლოვანს“ მასპინძლობდა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ვლადიმერ ვაისის, ყოფილმა გუნდმა შეხვედრის და დიდი ალბათობით, ორ მატჩში გამარჯვებულის ბედი პირველი ტაიმის შუა მონაკვეთში გადაწყვიტა. „სლოვანმა“ მასპინძელთა კარი 25-ე და 32-ე წუთებზე აიღო.

„იბერია 1999“ - „სლოვანი 0:2(0:2)
გოლები: 25' ანდრაზ სპორარი 0:1, 32' ალასანა ირაჯანგი 0:2