უეფას ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო წრის პირველი რაუნდის განმეორებითი შეხვედრები დაიწყო.

უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო წრის პირველი რაუნდის განმეორებით შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონი „იბერია 1999“ „მიხეილ მესხზე“ ტალინის „ფლორას“ მასპინძლობდა.

პირველ ტაიმში ორი ბურთის სხვაობით დაწინაურებულმა „იბერიამ“ მეორე ტაიმის შეტევებით დაიწყო, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო,„ფლორამ“ კი თანდათან მოუმატა თამაშს და 69-ე წუთზე ერთი გოლი გაქვითა. ამ მომენტიდან სტუმრებმა განაგრძეს შეტევები და 84-ე წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრეს.

შეხვედრის ბოლო წუთები სტუმართა განუწყვეტელი შეტევებით წარიმართა, მაგრამ მათ რეალური საგოლე მომენტის შექმნა და კარის აღება ვერ შეძლეს, თავის მხრივ, ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს მეკარის პირისპირ დარჩენილმა „იბერიას“ მოთამაშემ გაუშვა ხელიდან გოლის გატანის შანსი და შეხვედრა ფრედ დამთავრდა.

„იბერია 1999“ - „ფლორა“ 2:2(2:0) პირველი მატჩი 3:2
გოლები: 13' და 36' ნიკა სიხარულაშვილი 0:1 და 0:2, 69' ტონი ვარიუნდი 2:1, 84' რაუნო საპინენი, თერთმეტმეტრიანიდან 2:2

საკვალიფიკაციო წრის მეორე რაუნდში „იბერია“ ბრატისლავის „სლოვანს“ შეხვდება.