გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს BMW-სა და Volkswagen-ის მარკის ავტომობილები შეეჯახა.
დაშავებული მიღებული დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.








