ბრატისლავაში უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო წრის მეორე რაუნდის განმეორებითი შეხვედრა დასრულდა.
„იბერია-1999“-მა „ტეჯჰელნე პოლეზე“ ბრატისლავის „სლოვანთან განმეორებითი შეხვედრა ფრედ ითამაშა. ორი მატჩის ჯამში მარცხის გამო „იბერია-1999“ უეფას ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.
„სლოვანი“ - „იბერია-1999“ 1:1(1:0) პირველი მატჩი 2:0
გოლები: 44' მიკოლა კუხარევიჩი 1:0, 51' ნიკა სიხარულაშვილი 1:1
„იბერია-1999“ ბრძოლას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს. საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდში მისი მეტოქე ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე“ იქნება.
6 აგვისტოს პირველი შეხვედრა ლარნეში ჩატარდება, 13 აგვისტოს კი თბილისში საპასუხო მატჩი გაიმართება..




