ზოგიერთ რეგიონში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ  გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:

"⛈️ 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის.

შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. 

❗️მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)."- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში