ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, პირველ საშეჯიბრო დღეს, ვახტანგ ლოლუას (55 კგ) შემდეგ, ფინალში რამაზ ზოიძეც (77 კგ) გავიდა – ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში უნგრელ რობერტ ფრიტჩს 8:0 სძლია.

გადამწყვეტ შეხვედრაში რამაზ ზოიძის მეტოქე სომხეთის წარმომადგენელი მალხაზ ამოიანი იქნება.

ფინალური შეხვედრები ხვალ, 21 აპრილს გაიმართება.