თბილისში, ლადო ასათიანის 66-ს ნომერში, ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ომარ თამაზაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.

საქართველოს დამსახურებული მუსიკოსი, ხელოვნების ბრწყინვალების ორდენის კავალერმა ომარ თამაზაშვილმა 35 წელი მიუძღვნა ქართული ფოლკლორის განვითარებას. ის სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდა არაერთ ცნობილ ქორეოგრაფიულ ანსამბლში, მათ შორის, ანსამბლ „მხედრულში“.

2018 წელს, ქართული ქორეოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა, ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ხანგრძლივი პრაქტიკული მოღვაწეობისათვის, ის ხელოვნების ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ომარ თამაზაშვილი 2019 წლის 11 მარტს გარდაიცვალა.