თბილისში დასრულდა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი.
ასპარეზობის დასკვნით დღეს +100 კგ წონით კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში გურამ თუშიშვილმა ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი კარიერაში მესამედ მოიპოვა.
დღესვე კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემ, 100 კგ წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სულ ევროპის პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ:
ქალები
57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი
კაცები
73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი
90 კგ - ლუკა მაისურაძე
+100 კგ - გურამ თუშიშვილი
ევროპის ჩემპიონატის ვერცხლიs მედლის მფლობელები გახდნენ:
კაცები
60 კგ - გიორგი სარდალაშვილი
81 კგ - ტატო გრიგალაშვილი
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელები 100 კგ წონით კატეგორიაში გახდა ილია სულამანიძე
ისტორიაში პირველად, ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ოთხ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მოპოვებით დაასრულეს. დღემდე ყველაზე უკეთესი შედეგი (სამი ოქროო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო) მათ 2013 წელს, ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდათ ნაჩვენები.
ევროპის ჩემპიონატზე ორ-ორი ოქროს მედალი მოიპოვეს საფრანგეთმა, რუსეთმა და იტალიამ, თითო-თითო კი ისრაელმა, ნიდერლანდებმა, უნგრეთმა და კოსოვომ.




