გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, შეიარაღებული მამაკაცი მაღაზია „ორ ნაბიჯში“ შეიჭრა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თანამშრომლებისგან ფულს ითხოვდა. მან თანხის წაღება ვერ შეძლო, თუმცა, სიგარეტისა და სხვა პროდუქციის გატანა მოახერხა.
ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.








